top of page

მეწარმის რეგისტრაცია

* რეგისტრაციამდე აუცილებლად წაიკითხეთ წესები და კრიტერიუმები

თბილისური ბაზარი არის მშვენიერი სავაჭრო სივრცე და გზა დახლიდარებისთვის, პირისისპირ შეხვდნენ ახალ აუდიტორიას, 1 დღეში გააცნონ პროდუტები ათასობით ადამიანს და მიიღონ მათგან სასარგებლო უკუკავშირი.

 

იმისათვის, რომ საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, გულდასმით განვიხილავთ და ვარჩევთ ყველა მონაწილეს.

თუ ჯერ არასდროს მიგიღია მონაწილეობა ჩვენს მარკეტში, იცოდე, რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ახალი, საინტერესო იდეებით განმსჭვალული მეწარმეებისთვის, არტისტებისთვის და საერთოდ ყველასთვის.

რეგისტრაციამდე გაითვალისწინეთ

 პირველ ეტაპზე ჩვენი გუნდი სწორედ მითითებულ სოც. ქსელებზე ატვირთული პროდუქტის ფოტოების მიხედვით შეგაფასებთ, ამიტომ:

  • აუცილებლად მიუთითეთ Facebook ბმული სრულად;

  • მიუთითეთ ბრენდის Facebook გვერდი და არა პირადი;

  • მოაწესრიგედ ფოტოები და დადეთ ყველა პროდუქტის ფოტო, რომელიც გინდათ რომ ვნახოთ და გაყიდოთ ბაზარზე.

კრიტერიუმები

რისი მიხედვითაც მიენიჭებათ უპირატესობა განმცხადებლებს:

  • უნიკალური დიზანის მქონდე ან/და ხელნაკეთი პროდუქტი;

  • პროდუქტის შესრულების ხარისხი;

  • ბრენდი - შესაბამისობა პროდუქტსა და ბრენდს შორის, ასევე პროდუქტის ხარისხიანი ფოტოები სოც. ქსელებში;

  • ინოვაცია - ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინსა და პროდუქტში; პროდუქტის შექმნის ინოვაციური მეთოდები;

  • ბაზარზე არსებული პროდუქცტებთან მსგავსების ნაკლებობა;

  • სათანადო, შესაფერისი და კომერციულად ეფექტური პროდუქტები; მათ შორის ქუჩის ბაზრისთვის შესაბამისი ფასის ქონა;

  • პატარა ბიზნესები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია სავაჭრო სივრცის ქონა და აქვთ პროდუქციის სათანადო რაოდენობა.

წესები

  • არ შეიძლება სხვისი პროდუქტების გადაყიდვა მარკეტზე;

  • არ შეიძლება დახლის გაზიარება სხვასთან, თუ ეს არ არის საერთო კოლაბორაცია, დახლი უნდა გამოიყურებოდეს როგორც ერთი მთლიანი;

  • მსგავსი განცხადებები აირჩევა კრიტერიუმების და იმავე კატეგორიაში დარეგისტრირებული მეწარმეების რაოდენობის მიხედვით;

  • ყველა პროდუქტი აუცილებელია დიდ წილად იყოს შექმნილი საქართველოში, იგულისხმება დიზაინიც. თუ თქვენი პროდუქტი არ არის თავიდან ბოლომდე შექმნილი საქართველოში გთხოვთ მოგვწეროთ შექმნის პროცესის დეტალური აღწერა;

  • დახლი უნდა იყოს მოწყობილი მარკეტის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე;

  • შეფუთვა/ჩანთა უნდა იყოს ეკო მეგობრული. გთხოვ გამოიყენოთ კრაფტის ქაღალდი, ბიოდეგრადირებადი მასალები ან/და სხვა;

  • მარკეტის დასრულების შემდეგ დახლს უნდა მოხსნათ ყველა ნივთი, თოკი, აბრა, ჭიკარტი და გადაყაროთ ნაგავი;

  • დახლზე შეიძლება მხოლოდ მზა, შეფუთული საკვების გაყიდვა.

დახლის მოწყობის მაგალითები

  • მაგიდის გადასაფარებელი მინიმუმ 2X2 მეტრი;

  • დამაგრძელებელი მინიმუმ 3 მეტრი;

  • აუცილებელია პროდუქტის დისპლეი (პატარა წარსმოსაჩენი დახლი პროდუქტიდან გამომდინა მაგ: საკიდი, თარო და ა.შ.);

  • დახლის გაფორმება (მცენარე, დეკორატიული ნათურები და ა.შ)

  • განათების წყარო: ბრენდის კონცეფციასთან შესაბამისი ლამაზი სანათი, გირლიანდა, აბაჟური და ა.შ. აუცილებელია თბილი(ყვითელი) ნათება;

  • სკამი საჭიროების შემთხევაში

ზემოთ აღნიშნული ყველა წესი არის აუცილებელი, რომელიმეს დარღვევის შემთხვევაში შეიძლებელია გთხოვოთ მარკეტის ადრე დატოვება და აღარ განვიხილოთ მომავალში თქვენ მიერ გამოგზავნილი მოთხოვნა.

პირადი ინფორმაცია

ბრენდის ინფორმაცია

arrow&v

*თუ არ გაქვთ კომპანია დარეგისტრირებული პირველ უჯრაში ჩაწერეთ სახელი და გვარი, მეორეში პირადი ნომერი

პროდუქტის ინფორმაცია

arrow&v
arrow&v

გაიარე

An error occurred. Try again later

bottom of page