მეწარმის რეგისტრაცია

* რეგისტრაციამდე აუცილებლად წაიკითხეთ წესები და კრიტერიუმები

თბილისური ბაზარი არის მშვენიერი სავაჭრო სივრცე და გზა დახლიდარებისთვის, პირისისპირ შეხვდნენ ახალ აუდიტორიას, 1 დღეში გააცნონ პროდუტები ათასობით ადამიანს და მიიღონ მათგან სასარგებლო უკუკავშირი.

 

იმისათვის, რომ საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, გულდასმით განვიხილავთ და ვარჩევთ ყველა მონაწილეს.

თუ ჯერ არასდროს მიგიღია მონაწილეობა ჩვენს მარკეტში, იცოდე, რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ახალი, საინტერესო იდეებით განმსჭვალული მეწარმეებისთვის, არტისტებისთვის და საერთოდ ყველასთვის.

რეგისტრაციამდე გაითვალისწინეთ

 პირველ ეტაპზე ჩვენი გუნდი სწორედ მითითებულ სოც. ქსელებზე ატვირთული პროდუქტის ფოტოების მიხედვით შეგაფასებთ, ამიტომ:

  • აუცილებლად მიუთითეთ Facebook ბმული სრულად;

  • მიუთითეთ ბრენდის Facebook გვერდი და არა პირადი;

  • მოაწესრიგეთ ფოტოები და დადეთ ყველა პროდუქტის ფოტო, რომელიც გინდათ რომ ვნახოთ და გაყიდოთ ბაზარზე.

კრიტერიუმები

რისი მიხედვითაც მიენიჭებათ უპირატესობა განმცხადებლებს:

  • უნიკალური დიზაინის მქონე ან/და ხელნაკეთი პროდუქტი;

  • პროდუქტის შესრულების ხარისხი;

  • ბრენდი - შესაბამისობა პროდუქტსა და ბრენდს შორის, ასევე პროდუქტის ხარისხიანი ფოტოები სოც. ქსელებში;

  • ინოვაცია - ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინსა და პროდუქტში; პროდუქტის შექმნის ინოვაციური მეთოდები;

  • ბაზარზე არსებულ პროდუქტებთან მსგავსების ნაკლებობა;

  • სათანადო, შესაფერისი და კომერციულად ეფექტური პროდუქტები; მათ შორის ქუჩის ბაზრისთვის შესაბამისი ფასის ქონა;

  • პატარა ბიზნესები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია სავაჭრო სივრცის ქონა და აქვთ პროდუქციის სათანადო რაოდენობა.

წესები

  • არ შეიძლება სხვისი პროდუქტების გადაყიდვა მარკეტზე;

  • არ შეიძლება დახლის გაზიარება სხვასთან, თუ ეს არ არის საერთო კოლაბორაცია, დახლი უნდა გამოიყურებოდეს როგორც ერთი მთლიანი;

  • მსგავსი განცხადებები აირჩევა კრიტერიუმების და იმავე კატეგორიაში დარეგისტრირებული მეწარმეების რაოდენობის მიხედვით;

  • ყველა პროდუქტი აუცილებელია დიდ წილად იყოს შექმნილი საქართველოში, იგულისხმება დიზაინიც. თუ თქვენი პროდუქტი არ არის თავიდან ბოლომდე შექმნილი საქართველოში გთხოვთ მოგვწეროთ შექმნის პროცესის დეტალური აღწერა;

  • დახლი უნდა იყოს მოწყობილი მარკეტის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე;

  • შეფუთვა/ჩანთა უნდა იყოს ეკო მეგობრული. გთხოვ გამოიყენოთ კრაფტის ქაღალდი, ბიოდეგრადირებადი მასალები ან/და სხვა;

  • მარკეტის დასრულების შემდეგ დახლს უნდა მოხსნათ ყველა ნივთი, თოკი, აბრა, ჭიკარტი და გადაყაროთ ნაგავი;

  • დახლზე შეიძლება მხოლოდ მზა, შეფუთული საკვების გაყიდვა.

დახლის მოწყობის მაგალითები

როგორც მონაწილის წარმატებისთვის, ასევე ბაზრის საერთო იერსახისთვის, მნიშვნელოვანია დახლის მოწყობა, გაფორმება და პროდუქტის საინტერესოდ წარმოჩენა. ბაზარში განმეორებით მონაწილეობისთვის და ჩვენი კომუნის წევრობისთვის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია წინა მარკეტზე დახლის მოწყობა და ვიზუალური მხარე.

მონაწილეობის მიღების სტრუქტურა

ეს რეგისტრაცია არის ზოგადად თბილისური ბაზრის კომუნაში გაწევრიანების და არა კონკრეტული ღონისძიების. იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს მოხვდებით ჩვენს ბაზაში, საიდანაც ვარჩევთ ყოველი ბაზრისთვის მონაწილეებს. თქვენი შერჩევის შემთხვევაში ბაზრამდე მაქსიმუმ 1 კვირით ადრე მიიღებთ მეილს.

რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ერთხელ. გთხოვთ, არ დარეგისტრირდეთ მრავალჯერ !

ზემოთ აღნიშნული ყველა წესი არის აუცილებელი, რომელიმეს დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია გთხოვოთ მარკეტის ადრე დატოვება და აღარ განვიხილოთ მომავალში თქვენ მიერ გამოგზავნილი მოთხოვნა.

პირადი ინფორმაცია

  • We make street market

-

  • Tbilisi Street Market

-

  • local makers market

ბრენდის ინფორმაცია

arrow&v

*თუ არ გაქვთ კომპანია დარეგისტრირებული პირველ უჯრაში ჩაწერეთ სახელი და გვარი, მეორეში პირადი ნომერი

პროდუქტის ინფორმაცია

arrow&v
arrow&v

რეგისტრაცია გაირეთ  წარმატებით

შეცდომა! გადახედეთ წითლად მონიშნულ უჯრებს.